თუშეთის ნასოფლარ აგეურთას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ აგეურთას და ასევე, 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 10 ივლისის ბრძანებით, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
ნასოფლარი განლაგებულია საშუალო დახრილობის მთის კალთაზე, შედგება ოციოდე საცხოვრებელი კოშკისგან, რომელთა დიდი ნაწილიც ნანგრევებადაა ქცეული. ნასოფლარს შუაზე კვეთს სამანქანო გზა. კოშკების საშენი მასალა ერთგვარია – ფიქალი.
წყობა მშრალია. ზოგიერთ კოშკში ნალესობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. კოშკებიდან, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე, შემორჩენილია მხოლოდ ოთხი კოშკი.  ერთ-ერთი მათგანის კედლები ექვსი სართულის სიმაღლეზე დგას, თუმცა ისინიც იმდენადაა დაზიანებული, რომ ნგრევის პირას არიან მისული. ოთხივე კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების საყრდენი კონსტრუქციის ნაშთები).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები