„სიყვარულით ვინსენტი“ – „მზიურის“ თავისუფალი კინოჩვენება გაიმართება

17 აგვისტოს, 20:30 საათზე, „ახალ მზიურში“  ფილმის „სიყვარულით ვინსენტი“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის ჩვენება „მზიურის“ თავისუფალი ჩვენებების” ფარგლებშია დაგეგმილი.
„სოფელი, სადაც ვინსეტმა ბოლო წლები გაატარა, ადგილი, სადაც ყველა სხვანაირად აღიქვამდა მხატვარს…
პირველი ანიმაციური ფილმი, რომელზეც ასი მხატვარი მუშაობდა, რათა სიუჟეტი ზეთის საღებავებით შესრულებულ ნახატებად განვითარებულიყო. ყველამ ერთად ვნახოთ გენიალური მხატვრის ცხოვრების მნიშვენლოვანი მოვლენები, მისი ახალი ცხოვრება პარიზში და გავიგოთ,  რამ გამოიწვია მისტიკური სიკვდილი… რომანმა, ფინანსურმა მხარემ თუ უბრალოდ ცხოვრების რუტინამ?
ვნახოთ, შეძლებს თუ არა ახალგაზრდა არმანდი იდუმალი ისტორიების ამოხსნასა და ნამდვილი სიკვდილის მიზეზის დადგენას“… – აღნიშნულია მოსაწვევში.

ჩვენების ორგანიზატორი: ლუკა ლეკიშვილი
დასწრება თავისუფალია.
იმართება: პროექტ “ახალი მზიურისა” და “ფონდ აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები