ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, სპეციალური აქცია გამოცხადდა
ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გამოაცხადა სპეციალური აქცია.
მათი ინფორმაციით, აქცია გერმანიის წიგნის მაღაზიებისთვის გამოცხადდა და, გერმანიის მასშტაბით, 1100 წიგნის მაღაზია საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის დეკორატიული მასალებით მოეწყობა.
გამარჯვებულ მაღაზიას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისგან სპეციალური პრიზი გადაეცემა.