“ლარის გაუფასურების მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის გაუფასურებაა”

„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. საგანგაშო არაფერი ხდება”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, პაატა ბაირახტარმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, იმპორტიორები დოლარის გადახურდავებას იწყებენ და ეროვნული ვალუტის კურსიც ეცემა
„საპანიკო არაფერი ხდება. როგორც წესი, რეალობა არის ასეთი – ეგზოგენურ ფაქტორებს ხელს უწყობს აჟიოტაჟურ-პანიკური ფონი. იმპორტიორები იწყებენ დოლარის გადახურდავებას და ეროვნული ვალუტის კურსიც ეცემა, თუმცა საგანგაშო არაფერია. გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. როცა ლირა უფასურდება და მეორე-მესამე დღეს იწყებს ლარი გაუფასურებას – ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. ინვესტორები იწყებენ ბაზრიდან დოლარის ამოღებას, ლარის ბრუნვა ბაზარზე იზრდება და იზრდება წნეხი ჩვენს ვალუტაზე”, – აცხადება ექსპერტი.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გაკეთდეს, პაატა ბაირახტარის თქმით, ჩვენი ქვეყნის მიკროეკონომიკური პარამეტრები ამ დროისთვის პოზიტიურია, რაც ვალუტის შემოდინებას უზრუნველყოფს.
“აქტიური ტურისტული სეზონია და გადმორიცხვებიც გაზრდილია და ფუნდამენტური მიზეზი, რომ გაუფასურება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება, არ არსებობს. ამიტომ ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ”,- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები