ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0355 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.5694 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.5339 ლარი ღირდა.
0.0181 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.9242 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9061 ლარი იყო.