ბესლახუბის ეკლესიას აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირეს მუნიციპალიტეტში, სოფელი ბესლახუბში მდებარე XIX საუკუნის ეკლესიას და კიდევ 14 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი 31 ივლისის ბრძანებით მიიღო.
დაბრაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესია ნახევარ წრიული აბსიდით გარეთ შვერილს ქმნის. ნაგებია ფლეთილი, თლილი და რიყის ქვით ხსნარზე, კარნიზი გაფორმებულია ნახევარწრიული კბლილანებით. ცოკოლი ერთსაფეხურიანია, მომრგვალუბული ზედა საფეხურით. გადახურულია ღარიანი კრამიტით. შელესილია თეთრად. დასავლეთ ფრონტონზე მოთავსებულია რელიეფური ჯვარი, იქვე მხედრული წარწერა -„წმინდაი ესე ეკლესია განახლდა ბრძანებით და საფასით აფხაზეთის მთავრის მიხეილ გიორგისძის შარვაშიძისა და მეუღლესა მისია ალექსან დადიანის ასულისად კომლისა“. ძეგლზე აღნიშნება ლაპიდარული წარწერა.