“ლარის კურსის ცვლილება საბაზრო მოლოდინებითაა განპირობებული და არა მაკროეკონომიკური ფაქტორებით”

„ძალიან პატარა, ღია ეკონომიკა ვართ იმისათვის, რომ განვსაზღვროთ თუნდაც ლარის კურსი, შესაბამისად, საგარეო შოკები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ეკონომიკაზე“ , – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ნინო ვახვახიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ერთი მხრივ, დოლარის გამყარებამ ყველა კურსის მიმართ, რაც ნაწილობრივ აისახა ლარის გაუფასურებაზე და მეორე მხრივ, იმ პანიკამ, რომელიც ბაზარზე შეინიშნება რუბლის, ევროს და ლირას გაუფასურების გამო, გარკვეული მოლოდინები შექმნა.
„დაიწყეს გადახურდავება, ანუ დოლარის ყიდვა. შესაბამისად, ძირითადად, ლარის კურსის დაწევა საბაზრო მოლოდინებით უფროა განპირობებული და არა იმ ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორებით, რაც კურსს განაპირობებს“, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის აქვს გარკვეული როლი.
„გასათვალისწინებელია, რომ კაპიტალის ბაზრების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ სეზონურობის მოსახსნელად, რაც ლარის კურსის ცვალებადობას ახასიათებს“, – განაცხადა ნინო ვახვახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები