7 თვეში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი-ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
2018 წლის 7 თვის განმავლობაში, შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3% -ით მეტია. აფრენა – დაფრენის რაოდენობა კი 25 941 – ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ითაა გაზრდილი.
საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი – ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD.
საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებლად ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.

კომენტარები

კომენტარი