,,მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ” – მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
12 აგვისტოს, 19:00 საათზე, მესხეთის თეატრში პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ჯანრი კაშიას პიესა – ,,მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ”.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლის რეჟისორია გიორგი შალუტაშვილი, მხატვრები: ლელა ფერაძე, ნანა ყორანაშვილი, კომპოზიტორი – ალექსი ტურიაშვილი.
სასცენო მოძრაობა, ქორეოგრაფია – თამთა თავდიშვილი, ჯუნა თუმანიშვილი.
მონაწილეობენ: ლია სულუაშვილი /საქ. დამს. არტისტი/, მანანა ბერიძე, ლიაკო გოგიძე, ნიკოლოზ გოგიძე, მანუჩარ გოგოლაური, კონსტანტინე კახიშვილი, მალხაზ შაყულაშვილი, ლექსო ჩემია.