წლის პირველ ნახევარში ბანკების მოგება 8.4%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი წმინდა მოგება – 183 მლნ ლარი “თი-ბი-სი“ ბანკს ჰქონდა, რომელიც 22%-ით მეტია 2017 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკია” 114 მლნ ლარით, რაც 45%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე “ლიბერთი ბანკია”,  30 მლნ ლარის მოგებით.
წმინდა მოგების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზე “ფინკა ბანკია”, რომლის მოგებაც 1214%-ით გაიზარდა და 1.4 ათასი ლარი შეადგინა.
წლის პირველი ნახევარი ზარალით ორმა ბანკმა დაასრულა: “სილქ როუდ ბანკმა” -0.6 მლნ დოლარით და “იშ ბანკმა” -1 მლნ დოლარით.
პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად, 410 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 73% ორ მსხვილ ბანკზე მოდის.
2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ბანკების ჯამური მოგება 8.4%-ით არის შემცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები