ბათუმში ბუბა კიკაბიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
18 და 19 აგვისტოს, 20:00 საათზე, ,,ბათუმის მუსიკალურ ცენტრში“ გრანდიოზული საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ვახტანგ კიკაბიძის ბენეფისზე თავად მაესტრო მსმენელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება. იუბილარი ბუბა კიკაბიძე განუმეორებელი ღიმილითა და უკვდავი ჰიტებით წარდგება სცენაზე. კონცერტის მხატვარი და დამდგმელი რეჟისორი მურაზ მურმანიძეა.
გალა-კონცერტში მონაწილეობენ: ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე, ემინ აგალაროვი, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი.
კონცერტის სპეციალური სტუმარია ,,ლარისა ივანოვნას“ როლის შემსრულებელი – ელენა პროკლოვა.
კინოსა და მუსიკის ცოცხალ ლეგენდას, ვახტანგ კიკაბიძეს 80 წელი უსრულდება, მისი შემოქმედება აღიარებულია მსოფლიო მაშტაბით. ვახტანგ კიკაბიძის შესრულებული ცნობილი კინოგმირები – ვალიკო მიზანდარი, ბენჟამენი და მედროგე პავლე ცნობილია ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში, ბუბა კიკაბიძის შესრულებულ სიმღერებს კი მილიონობით მელომანი ჰყავს.