„ბლექ სი არენა“ ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტს უმასპინძლებს
16 აგვისტოს, 21:00 საათზე, „ბლექ სი არენა“ კიდევ ერთ საღამოს მასპინძლობს – ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძისა და ცნობილი ამერიკელი ჯაზინსტრუმენტალისტის, არტისტისა და მუსიკოსის – კრის ბოტის კონცერტს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კრის ბოტი საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა და ამჯერად, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამოს სტუმრად მოგვევლინება. საღამოზე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტებთან ერთად, შეასრულებს ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ ვერსიებს.
ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.
მონაწილეობენ: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი, ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა.
სპეციალური სტუმარი: მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე – კრის ბოტი.