ნიკა მელიამ საბაგიროთი იმგზავრა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგიროთი იმგზავრა. ნიკა მელიამ თბილისში საბაგიროების, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
საბაგირო ორი კვირის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერებული იყო და დღეს აღადგინა მუშაობა.
თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფების იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში ამოქმედდება.
მისი თქმით, სტუდენტი, პენსიონერი, პედაგოგი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უფასოდ იმგზავრებენ, სხვა დანარჩენი თბილისელები კი, 50 თეთრის ნაცვლად, მეტროსა და ავტობუსში 20 თეთრს გადაიხდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები