ხაშურში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის შენობის სარდაფში, რეპრესირებულთა და აგვისტოს ომის მონაწილეთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმი, ბიბლიოთეკის დირექტორ მაკა დიდებულიძესთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გახსნა.
მუზეუმის სივრცე ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საბჭოთა, ისე 2008 წლის ოკუპაციის ამსახველ ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტომასალას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელოსუფლების წარმომადგენლები, სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და დაინტერესებული პირები.
ოკუპაციის მუზეუმი ღია იქნება ღონისძიებებისთვის. მოეწყობა ღია დისკუსიები და მოწვეული სტუმრები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.
მუზეუმის რეკონსტუქცია დაფინანსდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი- ქართლოსის“ მიერ.