შავშვებთან მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა (ფოტოკოლაჟი)

თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, შავშვებთან, მსუბუქი ავტომანქანის, „ოპელის“ მძღოლი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახებისას, ფეხით მოსიარულე დაშავდა, რომელიც გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, ავტომაგისტრალზე მოძრავ  7 ავტომანქანას მუხრუჭმა უმტყუნა და ერთმანეთს შეეჯახნენ.
მომხდარი ფაქტის გამო, ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა და საცობი წარმოიქმნა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.








კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები