აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აფხაზეთში, 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ყველა ობიექტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ:
სოფელ ახუწას ციხეს, სოფელ ბესლახუბის ეკლესიას, სოფელ კვიტოულის წყალსადენს, სოფელ კვიტოულის ძველ გალავანს და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებს, სოფელ კვიტოულის ციხესიმაგრეს, სოფელ ფოქვეშის ეკლესიას – „აბაა”, სოფელ ფოქვეშის ეკლესიას, სოფელ გუფის ეკლესიას, სოფელ ჯგერდის ეკლესიას, სოფელ ჯგერდის სასახლეს, სოფელ ჯგერდის ციხესიმაგრეს, სოფელ ჯგერდის ციხეს, სოფელ კვიტოულის ციხესიმაგრეს – „აბააჟ“, სოფელ ფოქვეშის ციხეს – „ბიჭიაქვაც”, სოფელ ფოქვეშის ციხეს.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები