„საშიში დედა“ კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის 12 რჩეულ ევროპულ ფილმს შორის დაასახელეს
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ FIPRESCI-ს კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის 12 რჩეულ ევროპულ ფილმს შორის მოხვდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, FIPRESCI-ს წევრებს რჩეული ფილმების გამოვლენა ევროპულმა კინოაკადემიამ სთხოვა, სანამ ევროპული „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.
„საშიში დედა“ 50 წლის ქალის, მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს, არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის.
ფილმის მთავარი პერსონაჟი ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.