„აღმოაჩინე ქვემო სილეზია“ – ბათუმში ფილმის ჩვენება გაიმართა

ბათუმის კინოთეატრ ,,აპოლოში“ ფილმის ჩვენება გაიმართა. „აღმოაჩინე ქვემო სილეზია“ ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმია, რომელიც ქვემო სილეზიის ისტორიის, კულტურული თავისებურებებისა და ადათ-წესების შესახებ მოგვითხრობს.
როგორც „კვირას“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, ფილმში გადმოცემულია ქალაქების არქიტექტურა და განვითარების ისტორია. ასევე მოთხრობილია ამ მხარეში მცხოვრებ ქართველებზე, რომელთაც წვლილი შეაქვთ პოლონეთის სახელმწიფოს მშენებლობასა და ქართულ-პოლონური ურთიერთობების განვითარებაში.
ფილმის ჩვენებას აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის წევრები და ქვემო სილეზიის სეიმიკის (პარლამენტის) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს ლაშა კომახიძემ ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდებით ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კაროლ ფშივარა დააჯილდოვა აჭარისა და ქვემო სილეზიის ურთიერთანამშრომლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები