,,ზაფხულის გარეჯული საღამოები“ გრძელდება
საზაფხულო ფესტივალი ,,ზაფხულის გარეჯული საღამოები“ გრძელდება.
როგორც „კვირას“ საგარეჯოს კულტურული ობიექტების გაერთიანებიდან აცნობეს, 13 აგვისტოს, 19:00 საათზე, გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლი, სპექტაკლის შემდეგ -კინოფილმის ჩვენება.
14 აგვისტოს, 20:00 საათზე, ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ფესტივალის საზეიმო დახურვაზე იმღერებენ კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები: ,,ბერიკაცები“, ,,კასლეთილა“, ,,ჩინარი“, ,,გარეჯი“ და ,,პატარა გარეჯელები“.
საღამო ფეიერვერკით დასრულდება.