ჯგუფი „სახე“ 20 წლის იუბილეს „ბლექ სი არენაზე“ აღნიშნავს

24 აგვისტოს, 21:00 საათზე,  ჯგუფი „სახე“ 20 წლის იუბილეს „ბლექ სი არენაზე“ აღნიშნავს.  „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში ჯგუფ „სახეს“ პრესკონფერენციაზე აღნინიშნა, რომ სოლო კონცერტზე „20 წელი სახესთან ერთად” შესრულდება როგორც ძველი სიმღერები, ასევე 10 ახალი კომპოზიცია.
ღონისძიება Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება და  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
პოპულარულ ჯგუფს წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. სპეციალურად „ბლექ სი არენას“ გრანდიოზული კონცერტისთვის შეიქმნა „სახეს“ ბენდი, რეპერტუარს კი ემატება 10 ახალი სიმღერა, რომლებიც უკვე ჩაწერის პროცესშია. კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება ჯგუფ Poetry’N’Motion-ის წევრი – მაიკლ უილიამსი, რომელთან ერთადაც „სახემ“ „ჩემო თბილის-ქალაქოს“ ახალი ვერსია ჩაწერა. მასთან ერთად კიდევ ორი ახალი სიმღერა შესრულდება. დამსწრე საზოგადოება კონცერტზე ახალ სიმღერებთან ერთად, ყველა ნაცნობ კომპოზიციასაც მოისმენს „სახეს“ შემოქმედებიდან.

მონაწილეობენ:
ჯგუფი „სახე“ (დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე, ბორის შხიანი);
Poetry’N’Motion – მაიკლ უილიამსი;
ბენდი: სანდრო სახამბერიძე, ლუკა თოფურია, ზურა კიკნაძე, კოკა მამალაძე, ზურა მახნიაშვილი.
მოცეკვავეების ჯგუფი – სტუდია „სახეს“ მოსწავლეები;
მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი;
ხმის რეჟისორი: პაატა ფაცურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები