მესტიაში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის – „ჯიმ შვანთეს” მუსიკალური პრემიერა გაიმართება

11 აგვისტოს,  მესტიაში,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ეზოში,  მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის – „ჯიმ შვანთეს” (1930) მუსიკალური პრემიერა გაიმართება. კომპოზიტორი/შემსრულებელი – გოგი ძოძუაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „არტარეა“ ფესტივალი გრძელდება, რომელიც ქართული კინოკლასიკის და თანამედროვე მუსიკის შედევრებს მასპინძლობს.
პროექტი ხორციელდება Check In Georgia – ს ფარგლებში. ფესტივალის მხარდამჭერია  „თი-ბი-სი“ ბანკი.
დასწრება თავისუფალია.
მესტია, ა. იოსელიანის ქ. 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები