„ხაშურში დაბოლილმა ბიჭებმა გზა გადაგვიჭრეს“ – რას წერს ავარიის თვითმხილველი

ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ მომხდარი ავარიის თვითმხილველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირწმუნება, რომ მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამაკაცები ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
“ესეც თქვენი დეკრიმინალიზაცია! თბილისიდან მშვიდად მივდიოდი ბათუმში, სანამ ხაშურში დაბოლილმა ბიჭებმა გზა არ გადაგვიჭრეს (პოლიციას 10 წუთით ადრე გაჩერებული ჰყავდა და გაუშვესო). საბედნიეროდ, ყველა ცოცხალი გადავრჩით”, – წერს თვითმხილველი.
ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გომთან, გუშინ ერთმანეთს ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახნენ. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ათამდე ადამიანი დაშავდა.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები