თბილისში შშმ პირებისთვის ადაპტირებული რეტერატები განთავსდა

ევროპის მოედანზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული რეტერატები განთავსდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ე.წ. სითი ბოქსები, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ, „სითი ბოქსმა“ დაამონტაჟა. საზოგადოებრივი საპირფარეშოები დედაქალაქში, პირველ ეტაპზე, 30 ლოკაციაზე განთავსდება. რეტერატების მონტაჟის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გაეცნო.
„სააგენტოს მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონის საფუძველზე, გამარჯვებული კომპანია – „სითი ბოქსი“ შეირჩა, რომელიც 30 ლოკაციაზე საზოგადოებრივ ტუალეტებს განათავსებს. შემდგომში, საჭიროებიდან გამომდინარე, აუქციონის გამოცხადება უკვე ახალ ლოკაციებზე გვაქვს დაგეგმილი. დღეს ვნახეთ მაღალი სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოები. აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქის მასშტაბით, ძალიან დიდ პრობლემას გადაჭრის“, – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.
აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და ამასთან, აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით. თანამედროვე, ავტომატიზებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი მოიჯარე იქნება, რომელიც ასევე, ვალდებულია, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით, ცხელი ხაზის მუშაობა უზრუნველყოს.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე და ტენდერში გამარჯვებული ისრაელის კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები