„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგში საქართველოს მაღალი პოზიცია ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია“

„ევროპის სავაჭრო პალატის შეფასება ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, როგორც ევროკავშირთან, ასევე, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან”, -ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ წლის რეიტინგის -„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ კომენტირებისას, განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპის 46 ქვეყანას შორის. ამასთან, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გაუმჯობესდა.
ლექვინაძის შეფასებით, მსგავსი ტიპის რეიტინგები ქვეყნის ბიზნესგარემოზე პოზიტიურად აისახება. ევროპის სავაჭრო პალატა შეფასების წყაროდ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს იყენებს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ორი პარამეტრის ერთობლიობით გაკეთებულ რეიტინგში კარგ პოზიციაზეა.
„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისეთი ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც ევროპის კარგი ბიზნესგარემოს ქვეყნებად ითვლება. ასე რომ, ვფიქრობ, აღნიშნული შეფასება ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქვეყანას აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
ამასთან, ირაკლი ლექვინაძის აზრით, მსგავსი ტიპის რეიტინგები პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე.
„როგორც წესი, ინვესტორებისთვის მსგავსი რეიტინგები საინტერესოა და ისინი ამ ტიპის შეფასებებს ეყრდნობიან. განსაკუთრებით, ეს ეხება იმ ბიზნესკომპანიებს, რომლებიც ევროპის სავაჭრო პალატასთან არიან დაკავშირებული“, -აღნიშნა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები