საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების რეიტინგში 18-ე ადგილზეა

რეიტინგის – „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“-ის მიხედვით, საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა. აღნიშნული რეიტინგი ევროპის პალატამ (European Chamber ) გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნებს არსებული ბიზნესგარემოს მიხედვით აფასებს.
ქულები, რომლებიც ქვეყნებს ენიჭება, გამომდინარეობს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის ინდექსის რეიტინგებიდან. 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება თითოეულ ქვეყანას, სადაც 0 ყველაზე ცუდ შედეგს წარმოადგენს, ხოლო 100 – საუკეთესოს.
რეიტინგის ლიდერი 87 ქულით დანიაა, საქართველოს კი 62 ქულა აქვს. სიაში ბოლო, 46-ე პოზიციაზეა უკრაინა.
საქართველო 2017 წლის რეიტინგში მე-20 ადგილზე იყო.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები