გია ვოლსკი მარგველაშვილზე: ბევრი კითხვა დაგროვდა და რაც მალე გასცემს პასუხს, მისთვის უკეთესი იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის, პრეზიდენტთან კითხვები აქვს. დეპუტატს აინტერესებს, რატომ იკავებს თავს გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელებისგან.
“რატომ იკავებს თავს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელებისგან? ან რატომ არ გვეუბნება თავის გადაწყვეტილებას? რატომ არ ასაჯაროებს საპრეზიდენტო ხარჯებს? რატომ არქმევს სააკაშვილის მიერ 9 მლნ ლარის გაფლანგვას, პიჯაკებში გადახდილ თანხას? ბევრი კითხვა დაგროვდა, რაც მალე გასცემს პასუხს, მისთვის უკეთესი იქნება. ეს საკითხებია, რომელიც მის ირგვლივ არის აქტუალური, სხვა აქტუალური თემები, მის ირგვლივ, არ არსებობს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები