ნიკოლოზ გაგუა: მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში თითქმის 4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.
„თუ წლის დასაწყისში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 44,0%-ს შეადგენდა, 6 თვის შედეგებზე დაყრდნობით, მთავრობის ვალის მოცულობა 40,2%-ია“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მთავრობის ვალის აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია მეორე კვარტლის ბოლოსთვის არსებული ვალის ნაშთის ფარდობით მშპ-ს ბოლო ოთხი კვარტლის ჯამზე (2018 წლის მშპ-ს პირველი და მეორე კვარტლების და 2017 წლის მშპ-ს მესამე და მეოთხე კვარტლების ჯამი).
„ჩვენი საშუალოვადიანი მიზანია, აღნიშნული მაჩვენებელი 40 პროცენტზე დაბლა, 30-იანების ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ვფიქრობთ,შემდგომი სამი წლის განმალობაში აბსოლუტურად მიღწევადია და ეს არის ფინანსთა სამინსიტროს სტრატეგიული მიზანი,” – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები