ნიკოლოზ გაგუა: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მთავრობის ვალი შემცირდა

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მთავრობის ვალი შემცირდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, წლის დასაწყისში თუ ვალის მოცულობა 44 პროცენტს შეადგენდა, ექვსი თვის მონაცემებით 40,2 პროცენტამდე შემცირდა.
მინისტრის მოადგილის ცნობით, ამის მთავარი მიზეზია დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
გაგუა ვარაუდობს, რომ მშპ-სთან მიმართებაში ვალის კლების ტენდენცია შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები