თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა (ფოტო,ვიდეო)

თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, დამწვარია 200 კვ.მ. ფართი.
„მჭიდრო დასახლების გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი მეზობელ სახლებს არ გადაედო“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამ წუთებში, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები