რიყის პარკი-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგიროს მუშაობა განახლდა

  რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელმა საბაგირომ დღეს მუშაობა განაახლა. დედაქალაქის მერიის ცნობით, საბაგირო 28 აპრილიდან დღემდე დროებით შეჩერებული იყო, რადგან ობიექტზე ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მერიის ინფორმაციით, დღეიდან თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები, ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ საბაგიროთი სარგებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები