ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0036 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4490 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4526 ლარი ღირდა.
0.0246 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.8479 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8725 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები