„ივანიშვილის იდეა, საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით თუ გუნდმა გაიზიარა, საინტერესო სიტუაციას მივიღებთ“

ყველაზე მისაღები აზრია, რომ ჩვენ მივცეთ გზა ფართო ოპოზიციურ კანდიდატებს, ნეიტრალურ კანდიდატებს, რათა იბრძოლონ, შეეჯიბრონ ერთმანეთს და ხალხმა გადაწყვიტოს, რომელი იქნება ამათგან მათი რჩეული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის იდეა გაიზიარა გუნდმა, საინტერესო სიტუაცია შეიქმნება.
„ჩემს, თუ სხვა დასახელებულ კანდიდატურებს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ ის იდეა, რომელიც აქვს პარტიის თავმჯდომარეს და რომელიც, რა თქმა უნდა, მე ამ ინტერვიუდან არ შემიტყვია, ეს არის მრავალი კვირის და თვის მანძილზე დაყენებული საინტერესო აზრი და გუნდის წევრებთან ძალიან ბევრთან იყო განხილვა, ვფიქრობ, რომ ეს აზრი არის ყველაზე მისაღები, რომ ჩვენ მივცეთ გზა ფართო ოპოზიციურ კანდიდატებს, ნეიტრალურ კანდიდატებს, რომ იბრძოლონ, შეეჯიბრონ ერთმანეთს და ხალხმა გადაწყვიტოს, რომელი იქნება ამათგან მათი რჩეული და მმართველმა პარტიამ საერთოდ არ მიიღოს ამაში მონაწილეობა. მე ეს იდეა მომწონს ძალიან, ვნახოთ, როგორ დასრულდება კონსულტაციები. ეს მოგვცემდა ძალიან საინტერესო პროცესს, უფრო დაცლილს ემოციებისგან, რადგან სააკაშვილის არსებობის ერთადერთი რეზონანსი, რაც დღეს არის, მისი დაშლილი და დაქსაქსული გუნდისა, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეჯიბროს, ვერ ეჯიბრება, მერე ბრაზდება და არის ცუდ ხასიათზე. ახლა თუ ივანიშვილის იდეა გაიზიარა გუნდმა, მივიღებთ საინტერესო სიტუაციას, სადაც სააკაშვილის გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის ყოფილ გუნდს, თუ ამჟამინდელ გუნდს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები