მაისაია უგულავას: ბინძურო ცხოველო კბილები გამოირიცხე და ისე ისაუბრე ჩემს თანამებრძოლებზე

  სამხედრო ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულ – კობა ოთანაძის, კობა კობალაძის, ზაზა დავითაიას და ვლადიმერ ბედუკაძის ერთობლივ ფოტოზე თანდართულ კომენტარს ეხმაურება.
„ჯერ პირი კარგად გამოიბანე საპნით და კბილები “ქოლგეიტით” გამოირიცხე მაგრად და შემდეგ ისაუბრე ჩემს თანამებრძოლებზე და მეგობრებზე -ასე მიმართავს მაისაია გიგი უგულავას და მას სააკაშვილის „გოშიას“ უწოდებს.
„მე არ მიყვარს ხოლმე ჩემი კომენტარების დაწერა ჩემს გვერდზე, მაგრამ ამ ხაზინის ქურდის და გახრწნილი “ამების”, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ყოფილ ვიზაჟისტს და გაურკვეველი სტატუსის მქონე ქალბატონს დაახარჯა 35 ათასი ევრო მარტო ერთ ქუდში, როდესაც ასიათასობით თბილისელი შიმშილობის ზღვარზეა მისული და ამ ნაძირალამ გადააყოლა მთელი ქალაქის ბიუჯეტი საკუთარ ამაოებას და საკუთარ დაავადებას – “ბულემიას” და რომელიც იყო, მიშას პირადი გოშია, და რომელიც სიამოვნებით ღებულობდა მიშა-“მბრძანებლისაგან” პანღურებს, ისევე როგორც ჩიბუხის ფერფლს დიდი სიამოვნებით ღებულობდა ნიკიტა ხრუშოვი იოსებ სტალინისგან, და ამ ქართველი “ნიკიტას” ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მიშას “ხრუშას”, მიერ გამონათქვამებს ვეკიდები მართალია ირონიით, მაგრამ მაინც ვურჩევ შემდეგს:10338908_252465594959631_973332996_n
“შენ პოლიტიკურო, ბინძურო ცხოველო (არისტოტელის განმარტებით რომ ვიმსჯელოთ), ჯერ პირი კარგად გამოიბანე საპნით და კბილები “ქოლგეიტით” გამოირიცხე მაგრად, და შემდეგ ისაუბრე ჩემს თანამებრძოლებზე და მეგობრებზე – ლადოზე, კობაზე, ზაზაზე და მეორე კობაზე და იცოდე, რომ მარტო, რაც გენერალ-მაიორს, საქართველოს გმირს, ბატონ კობა კობალაძეს (მე ასე მივმართავ მას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემი პირადი მეგობარია) ჭკუა გააჩნია, იმდენი არ გექნებათ ერთად აღებული მთელ თქვენს “აქოთებული ხორცის მასებს” შენი და შენი ფიურერისა (მათ შორის ვგულიხსმობ გონებრივ უჯრედებსაც).
ისე ძალიან მოკლედ მოვიყვან ერთი ბრძენი ძველი ბერძენის სიტყვებს: “ცუდია როდესაც გკიცხავს ჭკვიანი, მაგრამ მით უფრო უარესია, როდესაც შენ გაქებს სულელი”… ასე რომ ამ სულელისგან ალბათ წიხლიც, თუ ამის საშუალება და ვაჟკაცობა ექნება (რაზედაც დიდი ეჭვი მეპარება, რადგანაც გორიდან მან 2008 წლის აგვისტოში საკუთარ სამსახურებრივ მანქანას გამოასწრო, ხოლო მისი “ფიურერი” დედა-ღორივით ფორთხავდა მიწაზე)…კი არ იქნება წყენის მიზეზი… შენ ერთხელ უკვე მიიღე ჩემგან ორლარიანი სიფათში და თუ საჭიროა ამჯერად შენთვის მუშტიც არ დამენანება….დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას“, – წერს ვახტანგ მაისაია ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კობა ოთანაძის, კობა კობალაძის , ზაზა დავითაიას და ვლადიმერ ბედუკაძის ერთობლივ ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი კომენტარით:
“მარცხნიდან მარჯვნივ: კობა ოთანაძე – შევარდნაძის დროიდან მრავალი ამბოხის მონაწილე. დაკავშირებული რუსულ სპეც. სამსახურებთან. კობა კობალაძე – ამჟამად პარტია “ქართული ოცნებიდან” კენჭს იყრის გლდანის ავჭალის ოლქიდან. გვარდიაში ყოფნისას სიმბოლო კორუფციისა ჯარში და ასევე ახლოს დამეგობრებული გრუსთან. (ნეტა თბილისის საკრებულოში რა უნდა აკეთოს), ზაზა დავითაია – იგორ გიორგაძის პარტიის წევრი ( ამით ყველაფერია ნათქვამი) და ვლადიმერ ბედუკაძე ( ციხის კადრების ოპერატორი და დამდგმელი რეჟისორი). ესაა დღევანდელი მთავრობისა და ივანიშვილის ოცნების რეალური სახე. საიდან საითკენ მიგვაქანებს – დასკვნა თქვენთვის მომინდია!
P.S. ხელები არ ჩამოუშვათ და ყურები არ ჩამოყაროთ! პირიქით, სამშობლო სწორედ ასეთებისგან უნდა დაიცვა აბა უსუფაშვილი არც არაფერს იწონებს და არც უწუნებ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები