„სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაისის თვის ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად 200 000 ლარზე მეტი გამოიყოფა“

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაისის თვის ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად 200 000 ლარზე მეტი გამოიყოფა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, სამინისტრო სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაუფარავს იმ განსხვავებას, რაც ელექტროენერგიის საფასურის ზრდას მოჰყვა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასუბსიდიროთ სოციალურად დაუცველი ოჯახები და გამოვყოთ 200 000 ლარზე მეტი. ეს არის მაისის ელექტროენერგიის საფასური, რადგან ელექტროენერგიის საფასურის ზრდა მოხდა 3,9 თეთრით და ამ განსხვავებას ვუფარავთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები