არჩილ თალაკვაძე: მამუკა ბახტაძეს გამოწვევების არ ეშინია

„მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა – დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის მიერ წარმოდგენილი რეფორმები, მიუთითებს რომ მას გამოწვევების არ ეშინია.
„მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა – დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ხედვაც, ვადებიც, პრიორიტეტული რეფორმებიც, რომელიც პრემიერმა დაასახელა, მიუთითებს რომ მას გამოწვევების არ ეშინია. მისი ეს უპირატესობა უკვე გამოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის ინიციატივის, ჭუბერის კრიზისზე რეაგირების, მთავრობის რესტრუქტურიზაციის და სხვა გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები