მამუკა ბახტაძე: უმჯობესი იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ „უმჯობესი იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება“.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია უპრობლემოდ ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი, უმჯობესი იქნება, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არ ყავდეს არ ჰყავდეს.
„ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ ის, რომ საქართველოში შემდგარიყო ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა, ამასთან ერთად ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილება, მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გყვავს, ვისაც შეუძლია, უპრობლემოდ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი, ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ჩვენ გვყავს კონსტიტუციური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს თავის საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობირივი მსჯელობები მიმდინარეობს საკითხთან დაკავშირებით და როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უახლოეს დღეებში ჩვენ შეჯერებულ საბოლოო პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები