მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც ეკონომიკაში გვაქვს

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც ეკონომიკაში გვაქვს, იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის პირველ არხთან ინტერვიუს.
„მინდა გამოვეხმაურო მმართველი პარტიის თავმჯდომარის ტელეინტერვიუს, რომელიც სამშაბათს შედგა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც ეკონომიკაში გვაქვს, იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში. დიახ, ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და პირველი ნაბიჯები გადავდგით და ეს არ არის საკმარისი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში და როგორც სისტემური რისკი ის საერთოდ შემცირდეს. ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვრიცხოთ ისეთ ფაქტები, რაც წარსულში ხდებოდა”, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები