პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობას ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი და გურიის გუბერნატორი.
რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, მამუკა ბახტაძის ბრძანებით თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე.
ამ დროისათვის, თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.
ამასთან, იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. გივი ჭიჭინაძემ აღნიშნული თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისას დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები