ნინო წილოსანი: უკომპრომისო ვიქნებით ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში

„უკომპრომისო ვიქნებით როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, ასევე იმ ადამიანების თუ სუბიექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ნარკომოხმარებას უწყობს ხელს, „- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინიციატივას ბოლომდე მიიყვანს „ქართული ოცნების“ გუნდი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება.

„ინიციატივას ბოლომდე მივიყვანთ და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება. რა თქმა უნდა უკომპრომისო ვიქნებით როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, ასევე იმ ადამიანების თუ სუბიექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ნარკომოხმარებას უწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია სრულად იყოს სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილი და არ იყვნენ კერძო სუბიექტები ჩართული იმგვარად, რომ გავრცელებას უწყობდნენ ხელს, არა თუ ამ ყველაფრის პრევენციას, – თავისთავად ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დროს“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები