გიორგი ვოლსკი: საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა არის მთავარი თემა

„საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა არის მთავარი თემა დღეს , რომელიც მმართველ გუნდს აღელვებს,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მოველით პრემიერ-მინისტრისაგან ანგარიშს – რა მიმართულებები ვითარდება საქართველოში, სად არის ის პრობლემები, რომელიც არის დასაძლევი ამ ბოლო პერიოდში. რასაკვირველია საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა არის მთავარი თემა დღეს, რომელიც აღელვებს მმართველ გუნდს“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები