გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია „კვირას“გურიის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ჭანუყვაძე თანამშრომლებს დღეს დილით დაემშვიდობა.
ქეთევან მოისწრაფეშვილისთვის უცნობია, რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი.
„ბატონი მერაბი დღეს დილით დაემშვიდობა თანამშრომლებს, მან გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაგვიხადა. მისი გადადგომის მიზეზებზე მე ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება მოვალეობის შესრულებას, მოვალეობას ჯერჯერობით არავინ არ ასრულებს, რადგან მერაბ ჭანუყვაძის თანამდებობიდან დატოვების შესახებ, ოფიციალური განკარგულება ჯერ არ არის ჩვენთან შემოსული. ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს“, – განუცხადა „კვირას“ ქეთევან მოისწრაფეშვილმა.

მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები