რამაზ საყვარელიძე: ბიძინა ივანიშვილი ამ ინტერვიუს შემდეგ, აღარ იქნება აღქმული, როგორც ერთი კონკრეტული პარტიის უპირობო დამცველი

“ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება უფრო ადეკვატური იქნება. ადეკვატური იმ მხრივ, რომ იგი აღარ იქნება საზოგადოებაში აღქმული ისე როგორც ერთი კონკრეტული პარტიის უპირობო დამცველი”, – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილს საზოგადოებისთვის თავისი პოზიციის გაზიარება სურდა და ინტერვიუში გარკვეული სიახლეებიც იყო.

“მას სურდა, საზოგადოებისთვის თავის პოზიცია გაეზიარებინა. ამ ინტერვიუში გარკვეული სიახლეები იყო. მაგალითად უფრო მეტი აქცენტი იყო იმაზე, რომ ივანიშვილი არ აპირებს, პოლიტიკური მონოპოლისტი იყოს. პრეზიდენტის კანდიდატურაც კი დასაშვებად მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დათმოს. არა იმიტომ, რომ კანდიდატის დასახელება არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის სურათი და მრავალპარტიულობა იყოს. ქვეყნის მდგომარეობა უფრო წინ იყო დაყენებული ვიდრე თვითონ პარტია”, – განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები