გოჩა ენუქიძე: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელოდა

„ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელოდა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

დეპუტატმა ექსპრემიერის ინტერვიუს, რომელიც გუშინ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გავიდა, საინტერესო და საყურადღებო უწოდა.
„ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელოდა. პოლიტიკაში დაბრუნების, პარტიაში, გუნდში, ქვეყანაში არსებული საკითხების – მიღწევების თუ პრობლემების დეტალური, გულწრფელი ახსნა, ანალიზი, სამომავლო გეგმების მონახაზი – ეს ყველაფერი იყო საინტერესო და საყურადღებო. დარწმუნებული ვარ, სწორად არის გათვლილი თითოეული ნაბიჯი და სტრატეგია, რათა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ეფექტურად ითანამშრომლოს და მოახერხოს ყველა იმ რეფორმის განხორციელება რასაც ხალხი ითხოვს ჩვენგან“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები