ე.წ. ბიოს შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული სერგო უ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 9,2878 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=O7gU0dV1y0o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები