„ივანიშვილის მიზანია, საქართველოში ეკონომიკური განვითარება დემოკრატიის მზარდად განვითარებასთან ერთად ჰარმონიულად წარიმართოს“

„ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება დემოკრატიის მზარდად განვითარებასთან ერთად ჰარმონიულად წარიმართოს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ “პირველი არხის” ეთერში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

ოხანაშვილის თქმით, საბანკო სფეროში სამართლიანი თამაშის წესების შემოღება საქართველოს მოქალაქეებს ჭარბვალიანობის აღმოფხვრაში დაეხმარება.

„ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება დემოკრატიის მზარდად განვითარებასთან ერთად ჰარმონიულად წარიმართოს. ამიტომ, მისი აზრით, საბანკო სფეროში სამართლიანი თამაშის წესების შემოღება ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ჭარბვალიანობის აღმოფხვრას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები