„ეკოხედვა” ხანძრის პრევენციის თემაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა” (ecovision) „ხანძრის პრევენციის“ თემაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
თბილისის ბუნებრივი ეკოსისტემა საკმაოდ მწირია. ბუნებრივი მცენარეული საფარი (ძირითადად ტყეები) განთავსებულია გარეუბნებსა და კომპლექსური ტოპოგრაფიის მქონე ტერიტორიებზე. ბუნებრივად იზრდება ძირითადად რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, იფანი. მწვანე ნარგავებს თბილისის შემოგარენში უკავია 8 106 ჰა (ქ. თბილისის მერიას გადაეცა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #1070 განკარგულებით).
საქართველოს სსრ პირობებში მიღებული ნორმატიული აქტებით, ქალაქში, 0.5 მილიონ ადამიანზე მეტი მცხოვრებით, უნდა ყოფილიყო
ერთ მოსახლეზე 15 მ² გამწვანებული ადგილი. თბილისში: 1983 წელს – 13.0 მ²-ს (ნაქსიმალური მაჩვენებელი), 2001 წელს – 5.6 მ², 2016 წელს – 3 – 4 მ².
ლანდშაფტის რეკონსტრუქცია მთაწმინდის ჩრდილოეთ ფერდობის ერთ-ერთ ექსპოზიციზე, რომელიც 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა. ნახანძრალი ტერიტორიის ზედა ნაწილის სიმაღლეზღვის დონიდან შეადგენს 745 მეტრს, ხოლო ქვედა ნაწილის – 580 მეტრს. სარეაბილიტაციო ფართობის სიგრძე საშუალოდ 235 მეტრია, ხოლო სიგანე 85 მეტრი. ფართობი – 2,6 ჰა. ტერიტორია ძირითადად დატერასებულია.
ლანშაფტის რეკონსტრუქცია დაიგეგმა ტერიტორიის გარემოს აღმდგენი, წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, კლიმატის მარეგულირებელი,
რეკრაციული, და ესთეტიური ფუნქცეების ასევე ხანძრის პრევენციის ღონისძიებების გათვალისწინებით.
მოვლა-პატრონობის ღონისძიებები დარგვიდან 2 წლის მანძილზე:
მორწყვა (ჯერადობა, რაოდენობა)
სარწყავი ჯამების განახლება
გაფხვიერება
სარეველა ბალახების გათიბვა
ფოთლოვან კულტურებზე ფესვის ყელიდან ამონაყარის მოცილება
ჭიგოების რეგულარული გამაგრება/ჩანაცვლება
სერთიფიცირებული მინერალური სასუქის შეტანა
დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარება
კავშირი მდგრადი განვითარებისათვის – “ეკოხედვა/ECOVISION” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წელს დაარსდა. “ეკოხედვას” გარემოს დაცვის სფეროში, შესრულებული აქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული 100-მდე მეტი პროექტი.
„ეკოხედვის“ დონორები არიან: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დედამიწის მეგობრები ნორვეგია, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, შვედეთის განვითარების სააგენტო SIDA, გაეროს განვითარების პროგრამა, შვედეთის საელჩო საქართველოში, აშშ საელჩო საქართველოში, ევროპის ფონდი და ავსტრიის წითელი ჯვარი.