კალიფორნიაში ტყის ხანძარმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, 6 300-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია,- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მალიბუს ტყის ხანძარმა უკვე 4 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. დაზიანებულია 15 საცხოვრებელი სახლი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 000-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.
ხანძრის შედეგად დაზარალდა, დაახლოებით, 22 000 ადამიანი, თუმცა დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.