ბიძინა ივანიშვილი: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლაში ბახტაძის წვლილი მეტია, ვიდრე კვირიკაშვილის

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ პროცესებში უფრო მეტი წვლილი დღევანდელ პრემიერ-მინისტრს მიუძღვის, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილის.
“გიორგი კვირიკაშვილის დამსახურება ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის პროცესში არ არის განსაკუთრებული. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლაში არაფერი განსაკუთრებული წვლილი კვირიკაშვილს არ მიუძღვის. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეს აქვს რაიმე წვლილი ამაში, ისევ ბახტაძე შეიძლება გავიხსენო, დღევანდელი პრემიერი. მაშინ როდესაც ის რკინიგზას კურირებდა, იმის შემდგომაც როდესაც ფინანსთა მინისტრი გახდა თუ ვინმეს როლს განსაკუთრებულად დავასახელებდით, მისი წვლილი უფრო მეტია, ვიდრე კვირიკაშვილის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები