გორში, ბობნევის წმინდა იოანე მახარებლის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის (ბოშურის თემი) წმ. იოანე მახარებლის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკლესია გვიანი შუა საუკუნეებისთვის მახასიათებელი სადა არქიტექტურული ფორმებით, მაღალი დონის კედლის მხატვრობით და ისტორიული წარწერებით გამოირჩევა.
ბობნევის წმ. იოანე მახარებლის დარბაზული ეკლესიის შენობა ნაგებია დუღაბის სქელ ფენაში ჩაფლული კლდის ნამტვრევი ქვით და რიყის ქვით.