ლარი მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0022 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4476 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4454 ლარი ღირდა.
0.0004 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.8642 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8638 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები